ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ კი აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ.