×

ლიზი

Lizzie

IMDb 8.1
ლიზი / Lizzie / lizi (ქართულად, qartulad)
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც 1892 წელს მასაჩუსეტში მომხდარი ტრაგიკულად ცნობილი ბორდენების ოჯახის მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. შეძლებული ოჯახი ახალ მსახურს – ახალგაზრდა და მიმზიდველ გოგონას ბრიჯიტ სალივანს აიყვანს. ბრიჯიტი, ოჯახის უფროსის და მისი ქალიშვილის – უმწიკლო რეპუტაციის მქონე და საკვირაო სკოლის პედაგოგოის ლიზი ბორდენის ყურადღების ცნტრში აღმოჩნდება. მალე გოგონებს შორის ძალიან ახლო ურთიერთობები ყალიბდება, რაც შემდგომში საშინელ ტრაგედიას გამოიწვევს. 1892 წლის ზაფხულში ლიზი ბორდენი ორმაგი მკვლელობის ბრალდებით სასამრთლოზე წარსდგება, რომელმაც მისი მოძალადე მამა და საძულველი დედინაცვალი ნაჯახით აჩეხა. მისი სასამართლო პროცესი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პროცესი გახდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული…
მსგავსი სიახლეები