×

მაღაზიის ქურდები

Shoplifters

IMDb 8.1
მაღაზიის ქურდები / Shoplifters / magaziis qurdebi (ქართულად, qartulad)
კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი კრიმინალური დრამა იაპონური მრავალსულიანი ღარიბი ოჯახის შესახებ, რომლებიც ბებიის პენსიით და სუპერმარკეტებში მოპარული სხვადასხვა წვრილმანებით ცხოვრობენ. ზამთრის ერთ ცივ დამეს მამა და მისი ვაჟი ქუჩაში მშიერ პატარა გოგონას იპოვიან და გაჭირვების მიუხედავდ, ისინი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტენ. პატარა გოგონას გამოჩენა მეგობრულ ოჯახში უთანხმოებას წარმოშობს, მალე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, როდესაც ტელევიზიით დაკარგული გოგონას შესახებ გამოაცხადებენ, თუმცა ახალი მშობლები არ ჩქარობენ ბავშვის დაბრუნებას. ამის შემდეგ მათ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები იწყება, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი საიდუმლოების გამჟღავნებას გამოიწვევს…
მსგავსი სიახლეები