×

ბიჭი ქარიშხალი

Storm Boy

IMDb 8.1
ბიჭი ქარიშხალი / Storm Boy (ქართულად, qartulad)
ავსტრალიერი მწერლის, კოლინ ტილეს კლასიკური მოთხრობის თანამედროვე ეკრანიზაცია, რომელიც უჩვეულო და უპირობო მეგობრობის მარადიული და ძალიან ემოციური ამბის შესახებ მოგვითხრობს. წარმატებული პენსიონერი ბიზნესმენი და ბაბუა – მაიკლ კინგლი, იძულებულია მისი დიდი ხნის მივიწყებული ბავშვობა გაიხსენოს, რომელიც სამხრეთ ავსტრალიის ულამაზეს, მაგრამ დაუსახლებელ სანაპიროზე მეთევზე-მამასთან ერთად იზრდებოდა. მთავარი გმირი თავის შვილიშვილს მისი ბავშვობის დრამატულ ამბავს მოუთხრობს, თუ როგორ გადაარჩინა და გაზარდა მან სამი ობოლი ვარხვი. მათი საუცხოო თავგადასავლები და განსაკუთრებული კავშირები ძალიან ღრმა გავლენას ახდენენ მთელ მათ ცხოვრებაზე. გადარჩენილი ფრინველები ნამდვილი მეგობრები აღმოჩნდებიან და მაიკლის სახლში ბედნიერი ცვლილებები მოაქვთ…
მსგავსი სიახლეები