×

მუდამ ეშმაკი

The Devil All the Time

IMDb 8.1
მუდამ ეშმაკი / The Devil All the Time (ქართულად, qartulad)
ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც მოვლენები სამხრეთ ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიაში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და ვიეტნამის ომის დასაწყის შორის ვითარდება და კორუმპირებული, მანიაკი, ბოროტი და გარყვნილი გმირების შესახებ მოგვითხრობს. უილარდ რასელი – წყნარი ოკეანის სისხლიანი ომის დატანჯული ვეტერანია, რომელიც მსხვერპლად დაღვრილი სისხლით, თავისი მშვენიერი მეუღლის შარლოტას მტკივნეული კიბოსგან გადარჩენას ცდილობს. კარლი და სენდი ჰენდერსონები – დაქორწინებული წყვილი და სერიული მკვლელები არიან, რომლებიც ფოტოს გადასაღებად და შემდეგ მათ მოსაკლავად შესაფერისი მოდელების მოსაძებნად ამერიკის გზებზე დახეტიალობენ. მღვდელი როი მის მეგობარს, ვირტუოზულ გიტარისტს თეოდორს მალავს, რომელიც კანონს გაურბის. და ამ ყველაფრის შუაში უილარდის და შარლოტას ვაჟი არვინ რასელი აღმოჩნდება, რომელიც იზრდება, როგორც კარგი, მაგრამ ამავე დროს სასტიკი ადამიანი…
მსგავსი სიახლეები