×

სიცოცხლის შემდეგ

After.Life

IMDb 8.1
სიცოცხლის შემდეგ / After.Life (ქართულად, qartulad)
ავტოკატასტროფის შემდეგ ანა იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროს პატრონი - ელიოტ დიკონი ამზადებს მის სხეულს დაკრძალვისათვის. დაბნეულ და შეძრწუნებულ ანას, რომელიც სრულიად ცოცხლად გრძნობს თავს, არ სჯერა რომ მკვდარია, მიუხედავად ელიოტის ჩაგონებებისა, რომ ის უბრალოდ საიქიოში გადასვლის პროცესშია. კაცი არწმუნებს გოგონას, რომ მას გააჩნია გარდაცვლილებთან ურთიერთობის უნარი და რომ ის ერთადერთია ვისაც მისი დახმარება შეუძლია. ანა, რომელიც დამკრძალავი ბიუროს კედლებშია ჩაკეტილი, იძულებულია თვალი გაუსწოროს თავის ყველაზე დიდ შიშებს და მიიღოს საკუთარი სიკვდილი, ხოლო მის მგლოვიარე ბოიფრენდს - პოლს არანაირი ეჭვი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ელიოტი არ არის ის რაც ჩანს. როცა დაკრძალვა ახლოვდება პოლიც უახლოვდება შემაძრწუნებელი სიმართლის აღმოჩენას, მაგრამ შესაძლოა ძალიან გვიან იყოს. შესაძლოა ანას უკვე დაწყებული აქვს მეორე მხარეს გადასვლა.
მსგავსი სიახლეები