×

ქორწილის შემდეგ

After the Wedding

IMDb 8.1
ქორწილის შემდეგ / After the Wedding (ქართულად, qartulad)
  • გამოსვლის თარიღი2019
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა112 წთ
  • ჟანრიფილმები / დრამა
  • რეჟისორიბარტ ფრეინდლიხი
  • როლებშიმიშელ უილიამსი, ბილი კრუდაპი, ჯულიანა მური, უილ ჩეიზი, ები კუინი, ეჟი რობერტსონი, დორის მაკარტი, სიუზენ ბლეკუელი, ისა დევისი, ალეკს ისოლა
მრავალი წლის წინ, ამერიკელმა იზაბელმა სამშობლო დატოვა და ინდოეთში წავიდა, სადაც მან თავშესაფარი დაარსა და უამრავ ობოლს დაეხმარა. ფინანსების კატასტროფული დეფიციტის ფონზე, თავშესაფარი პოტენციური ქველმოქმედისგან შეთავაზებას მიიღებს, რომელიც 20 მილიონი დოლარის შემოწირულობის გაკეთებას გადაწყვეტს. ასეთი კეთილშობილური აქტისთვის ერთადერთი პირობის შესრულებაა საჭირო, იზაბელის ნიუ-იორკში ჩასვლა და პირადი შეხვედრა. იქ, მთავარი გმირი მის იდუმალ მხსნელს ხვდება – უმსხვილესი მედია კომპანიის მფლობელი ტერეზა, რომელიც იზაბელს მისი ქალიშვილის, გრეისის მომავალ ქორწილში დასწრებას სთავაზობს. დღესასწაულზე იზაბელს ნამდვილი შოკი ელოდება, რადგან აღმოჩნდება, რომ ტერეზას ქმარი – ოსკარი, – იზაბელის ყოფილი საყვარელია, ხოლო გრეისი – მისი ბიოლოგიური ქალიშვილია. ნუთუ მთელი სქემა თავიდანვე ტერეზას მიერ იყო დაგეგმილი?…
მსგავსი სიახლეები