×

მოხეტიალე ქაოსი

Chaos Walking

IMDb 8.1
მოხეტიალე ქაოსი / Chaos Walking / moxetiale qaosi (ქართულად, qartulad)
  • გამოსვლის თარიღი2021
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა110 წთ
  • ჟანრიფილმები / სათავგადასავლო / ფანტასტიკა
  • რეჟისორიდაგ ლაიმანი
  • როლებშიტომ ჰოლანდი, დეიზი რადლი, დემიან ბიჩირი, დევიდ ოიელოუო, კურტ სატერი, სინტია ერივო, ბეტანი ენნ ლინდი, მადს მიკელსენი, ნიკ ჯონასი, რეი მაკინონი
პატრიკ ნესის ფანტასტიკური ანტიუტოპიის ეკრანიზაცია ახალგაზრდა ტოდი ჰიუტის შესახებ, რომელიც დედამიწელების მიერ კოლონიზებულ შორეულ პლანეტაზე მდებარე ქალაქ პრენტისტაუნში ერთადერთი ბიჭია, სადაც მხოლოდ მამაკაცები ცხოვრობენ. კაცობრიობის გადარჩენის ახალი იმედის პლანეტაზე, კოლონისტები “ხმაურით” დაინფიცირდებიან, რის შედეგადაც ყველა ქალი უკვალოდ გაუჩინარდება, ხოლო გადარჩენილი მამაკაცები ერთმანეთის აზრების დანახვას და მოსმენას ისწავლიან. მოულოდნელად ტოდი სხვების აგრესიულ და საეჭვო აზრების ხმაურში მკაფიოდ არჩევს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მისგან რაღაცას მალავენ – რაღაც იმდენად საშინელს, რომ ჰიუტი იძულებულია გაიქცეს… საკითხავია, როგორ და სად უნდა გაიქცე, როცა შენს მდევრებს შენი ყოველი ფიქრი ესმით?! დევნისგან თავის დაღწევის დროს, გმირი უცნაურ არსებას შეხვდება – გოგონა, რომლის აზრები ტოდის არ ესმის. ვინ არის ის? რატომ არ გაანადგურა ხმაურიანმა ვირუსმა? ახლა ჰიუტის ყველაფრის დავიწყება მოუწევს, რაც მან იცოდა იმისთვის, რომ გაარკვიოს ვინ არის ის სინმადვილეში…
მსგავსი სიახლეები