×

ცხოველთა სამყარო

Animal World

IMDb 8.1
ცხოველთა სამყარო / Animal World / cxovelta samyaro (ქართულად, qartulad)
ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრებისეულ სირთულეებს, სერიოზულ პრობლემებს და მძიმე გამოცდას აწყდება. ის იძულებულია ცირკში კლოუნად იმუშაოს, ბიჭი ასე ცდილობს ოჯახი არჩინოს. მისი დედა მძიმედ არის ავად და საავადმყოფოში იმყოფება. ახლობელი ადამიანის მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება, რაც მას ბანკში ვალის აღებას აიძულებს. თუმცა დედის მდგომარეობა გაუარესდება და რეაბილიტაციისთვის კვლავ თანხები გახდება საწირო. არასტაბილური შემოსავალი ბიჭს ვალების და მკურნალობის საფასურის გადახდის საშვალებას არ აძლევს. მაგრამ მოულოდნელად სასოწარკვეთილი გმირი გამოსავალს პოულობს – მას საერთაშორისო თამაშსში სათამაშოდ მიიწვევენ, სადაც ხალხი მთელი მსოფლიოდან მოდის. ყველა მათგანი საბანკო სისტემის მოვალეები არიან, რომლებსაც სესხის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვთ. თამაშის ორგანიზატორები მონაწილეებს თავიანთი ვალების განულების საშუალებას მისცემენ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ისინი გამდიდრდებიან, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა და საკუთარი სიცოცხლის გარისკვა არის საჭირო. მონაწილეობის წესები ძალიან მკაცრი, სასტიკი და რთულია. გმირები სისხლისმსმელ ცხოველებს და ბოროტ არსებებს უნდა შეებრძოლონ. გადარჩენას მხოლოდ რამდენიმე შეძლებს, რადგან სიკვდილი ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული. შეძლებენ გმირები საფრთხის გადალახვას და გამარჯვებას, თუ ეს თამაშის დამფუძნებელთა გეგმებში არ შედის?…
მსგავსი სიახლეები