×

უარესი რა შეიძლება რომ მოხდეს?

IMDb 8.1
What's the Worst That Could Happen?
კევინიც და მაქსიც ქურდობით ირჩენენ თავს. კევინი - პროფესიონალი ქურდია, რომელიც გიჟდება ძვირფას ნივთებზე, მილიარდერი მაქს ფერბენქსი კი - უპრინციპო ბიზნესმენი, რომელიც არ არის მიჩვეული თავის თავს უარი უთხრას რამეზე. კევინი აპირებს მაქსის ვილა გაქურდოს, იმის იმედით, რომ მეპატრონე შინ არ იქნება, მაგრამ წაასწრებს მაქს სააბაზანოში მომხიბვლელ ლამაზმანთან. პოლიცია დროზე მოასწრებს და დააპატიმრებს უიღბლო მძარცველს, მაგრამ მაქსს ეს ეცოტავება. ის კევინს ხელიდან ბეჭედს მოხსნის და დაარწმუნებს პოლიციელებს, რომ ეს მის საკუთრებაა. ქურდი ქურდს გაქურდავს. სინამდვილეში კი ბეჭედი კევინს შეყვარებულმა აჩუქა და ის მზადაა ყველაფერზე წავიდეს ამ ნივთის დასაბრუნებლად. ორი თაღლითის შორის ნამდვილი ომი იწყება, რომლის მსვლელობაში ბევრად საშიში და სასაცილო სიტუაციები ვითარდება, ვიდრე ისისნი წარმოიდგენდნენ!
მსგავსი სიახლეები