×

ვინჩესტერი

Winchester

IMDb 8.1
ვინჩესტერი / Winchester / vinchesteri (qartulad, ქართულად)
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მისტიკური ისტორია ექსცენტრიულ და მდიდარ შუახნის ქვრივზე სარა ვინჩესტერი. ეს ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც სარა 25 წლის ასაკში ვილიამ ვინჩესტერს გაჰყვება ცოლად, ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის გამომგონებელი ოლივერ ვინჩესტერის ერთადერთი მემკვიდრე. კოლონისტებმა ზუსტად ამ იარაღით დაიპყრეს ველური დასავლეთი, ასე შეძლეს ვინჩესტერების ოჯახმა გამდიდრება. თუმცა, მალე სარას ერთმანეთის მიყოლებით დაატყდება თავს უბედურება. თავიდან მისი ქალიშვილი დაიღუპება, რამდენემიე წელის შემდეგ მისი მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი ტუბერკულოზის დაავადებით იღუპება. სარა ვინჩესტერი 27 წლის უშვილო ქვრივი და 20 მილოონი დოლარის ერთადერთი მემკვიდრე გახდება. და აი აქედან იწყება ყველაზე იდუმალი მოვლენები… სარა გარდაცვლილ მეუღლესთან კონტაქტის დამყარებას გადაწყვეტს და ცნობილ მედიუმთან წავა. მედიუმის მეშვეობით გარდაცვლილი მეუღლის სული სარას ატყობინებს, რომ ყველა ეს უბედურება წყევლის ბრალია, რომლებმაც მისი ოჯახი მამის მიერ შექმნილი შაშხანით მოკლული ადამიანების სულებმა დაწყევლეს. ხოლო გაბარაზებულ სულებს, რომ დაემალოს მან უნდა ააშენოს განსაკუთრებული სახლი, უამრავი ოთახებით და დერეფნებით, რათა მოჩვენებებმა ვერ შეძლონ მისი იქ პოვნა. სარა ათწლეულების განმავლობაში ნაყიდი სახლის გადაკეთებაში მილიონებს ხარჯავდა, სადაც ერთ დღეს მას სკეპტიკოსი ფსიქიატრი ერიკ პრაისი ეწვევა. სარამ მთელი მისი მრავალმილიონიანი კაპიტალი ამ გრანდიოზული სახლის აშენებაში და გადაკეთებაში დახარჯა, რომელიც მხოლოდ 1922 წელს შეჩერდა, როდესაც სარა ვინჩესტერი გარდაიცვალა. მას არაფერი არ დარჩა. სეიფში მხოლოდ ორი თმის ღერი აღმოაჩინეს, რომელიც მის ქალიშვილს და მეუღლეს ეკუთვნოდა…
მსგავსი სიახლეები