×

ლა ლორონას წყევლა

The Curse of La Llorona

IMDb 8.1
ლა ლორონას წყევლა / The Curse of La Llorona (ქართულად, qartulad)
  • გამოსვლის თარიღი2019
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა90 წთ
  • ჟანრიფილმები / დეტექტივი / თრილერი / საშინელება
  • რეჟისორიმაიკლ ჩავესი
  • როლებშილინდა კარდელინი, რომან კრისტუ, ჯეინ-ლინ კინჩენი, რეიმონდ კრუსი, მარისოლ რამირეზი, პატრისია ველასკესი, შონ პატრიკ ტომასი, ტონი ამენდოლა, ირენ კენი, ოლივერ ალეკსანდრი
ლა ლორონა – მტირალა ქალი, რომელმაც ეჭვიანობით განრისხებულმა საკუთარი შვილები აზვირთებულ მდინარეში დაახრჩო. შვილების მოკვლის შემდეგ ქალი ჭკუიდან შეიშლება და თავს მოიკლავს. მას შემდეგ მისი ცრემელები სამუდამო და სასიკვდილო გახდება, ხოლო ვინც მის ტირილს გაიგონებს სიკვდილისთვისაა განწირული. ლა ლორონა ტბებთან და მდინარეებთან ახლოს დახეტიალობს, ტირის, ეძებს და ეძახის მის შვილებს. იგი მოხეტიალე ბავშვებს იჭერს პატიებას სთხოვს და შემდეგ წყალში ახრჩობს, რათა მათ მისი შვილების ადგილი დაიკავონ. საუკუნეების მანძილზე, მისი სურვილები და მეთოდები კიდევ უფრო გაუმაძღარი და საშინელი გახდება. ფილმში მოვლენები 1973 წელს ვითარდება. ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქვრივი, მარტოხელა-დედა და სოციალური მუშაკი ანა გარსია ბავშვების იდუმალ გაუჩინარებას იძიებს და აღმოაჩენს, რომ მისი შვილებიც საფრთხის ქვეშ არიან. ისინი მტირალა ლა ლორონას წყევლის ობიექტები გახდებიან. გმირების გადარჩენის ერთადერთი იმედი იმედგაცრუებული მღვდელი და მისტიკოსი გახდება. მაგრამ ლა ლორონა არაფრის წინაშე არ შეჩერდება, რადგან მისი წყევლისგან თავის დაღწევა შეუძლებელია.
მსგავსი სიახლეები