×

პროფესორი

The Professor

IMDb 8.1
პროფესორი / The Professor (ქართულად, qartulad)
  • გამოსვლის თარიღი2018
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა90 წთ
  • ჟანრიფილმები / დრამა / კომედია
  • რეჟისორიუეინ რობერტსი
  • როლებშიჯონი დეპი, ზოი დოიჩ, როზმარი დეუიტი, რონ ლივინგსტონი, ჯასტინ უორინგტონი, დენი ჰიუსტონი, შივან ფელონი, პალომა კვიატკოვსკი, კეიტლინ ბერნარდი, ოდესა იანგი
კოლეჯის პროფესორი – რიჩარდი, ყოველთვის უმწიკვლოდ ცხოვრობდა, ცდილობდა ახალგაზრდა თაობისთვის მაგალითი გამხდარიყო. არანაირი წვეულებები, ქეიფი და სხვა უხამსობა, რის გამოც მისი კოლეგები და მოსწავლეები მას მოსაწყენ ადამიანად მიიჩნევდნენ. მაგრამ ერთ დღეს, სამედიცინო გამოკვლევის დროს, ექიმები მთავარ გმირს განუკურნებელ დაავადებას აღმოუჩენენ და აცნობებენ, რომ მას ცოტა დრო დარჩა. უიმედოობის ნაცვლად, რიჩარდი გადაწყვეტს დარჩენილი დრო აკრძალვების და წესების გარეშე გაატაროს. რეპუტაციის გაფუჭების შიშის გარეშე, რომელიც ახლა მას ფეხებზე ჰკიდია, იგი ალკოჰოლის უზომოდ მიღებას დაიწყებს, ეწევა სიგარეტს, ნარკოტიკებს უსინჯავს გემოს, და ყველასთან სექსით კავდება, – ცხოვრობს საკუთარი სიამოვნებისთვის. მაგრამ დანიშნულების საათთან მიახლოვებასთან ერთად ის აცნობიერებს, თუ რამდენად მარტო არის ამ სამყაროში. უგუნური, თავაშვებული და უწესო ცხოვრების შემდეგ, რიჩარდი ხვდება, რომ ეს მას ბედნიერს არ გახდის. და ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მისი დარჩენილი დრო გაალამაზოს – სიყვარულია…
მსგავსი სიახლეები