×

ხარ თუ არა მზად

Ready or Not

IMDb 8.1
ხარ თუ არა მზად (ქართულად) / Ready or Not (ქართულად, qartulad)
ახალგაზრდა და ლამაზი პატარძალი – გრეისი მისი ოცნების მამაკაცზე გათხოვებას და ლე დომასთა მდიდრი ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომას აპირებს, რომლებიც სამაგიდო თამაშების იმპერიას ფლობენ. ცერემონიალი ოჯახის მდიდრულ მამულში იმართება და მისი დასრულების შემდეგ გრეისი შეტყობს, რომ ოჯახს ძველი ტრადიცია აქვს- ერთგვარი ოჯახური რიტუალი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა ახალმა წევრმა უნდა ითამაშოს თამაში. საცოდავ გოგონას დამალობანაში მონაწილეობას აიძულებენ, რის შემდეგაც გამარჯვების იმედით იგი, მისი აზრით სახლში, ყველაზე მყუდრო ადგილს ნახულობს. ახლა მან მზის ამოსვლამდე უნდა გაძლოს. თუმცა, თამაშის დროს, მთავარი გმირი საშინელი წესის არასებობაზე გაიგებს, რომლის შესახებ პატარძალის გაფრთხილება დაავიწყდათ: დამარცხებულს სიკვდილი ელოდება. ექსცენტრიული ლე დომასები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ისინი დილამდე გრეის არ მოკლავენ და სპეციალურ რიტუალს არ დაასრულებენ, თავად მათ ელოდებათ გარდაუვალი სიკვდილი. ამ მომენტიდან გრეის გადარჩენისთვის ნამდვილ ბრძოლას იწყებს და მისი დიდი ხნის ნანატრი ქორწილის ღამეს სულაც არ აპირებს ვიღაც გარყვნილი ფსიქოპათების მსხვერპლი გახდეს…
მსგავსი სიახლეები